saqarTvelos tbebi - wundis tba

მდებარეობა ასპინძის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°24`40` ჩ. გ. 43°19`38` ა. გ.
ფართობი 0.034 კმ²
მოცულობა 284 კმ³
საშუალო სიღრმე 6.6 მ
მაქსიმალური სიღრმე 10.8 მ

 

მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1539 მ. სარკის ფართობი 0,034 კმ², აუზის ფართობი 1,8 კმ². უდიდესი სიღრმე 10,8 მ, საშუალო სიღრმე 6,6 მ. წყლის მოცულობა 284 ათ. მ³.

ტბის ქვაბული წარმოქმნილია ახალქალაქის ლავური პლატოს დასავლეთი პერიფერიის დამეწყვრის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბა გაუდინარი და მტკნარია.